თურქეთში ავარიას 12 ადამიანი ემსხვერპლა
21/08/2023 06:16:30 მსოფლიო
თურქეთის პროვინცია იოზგატში ავარიას 12 ადამიანი ემსხვერპლა.
მედიის ინფორმაციით, იოზგატის პროვინციის სორგუნის რაიონში სამგზავრო ავტობუსი ხევში გადაიჩეხა.
შემთხვევის შედეგად დაშავდა კიდევ 19 ადამიანი. დაშავებულები სორგუნის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
თურქეთის იუსტიციის მინისტრის, ილმაზ ტუნჩის განცხადებით, ავარიის მიზეზების დასადგენად გამოძიება დაწყებულია.


