Accentnews.ge
Bloomberg: პუტინისგან შოიგუს შეცვლასა და სრული მობილიზაციის გამოცხადებას მოითხოვენ

Bloomberg: პუტინისგან შოიგუს შეცვლასა და სრული მობილიზაციის გამოცხადებას მოითხოვენ

21/08/2023 05:35:47 მსოფლიო

რუსეთის უსაფრთხოების სფეროში „მკაცრი ხაზის“ მომხეეები თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან სერგეი შოიგუს გათავისუფლებასა და უკრაინაში უფრო აგრესიულ საომარ მოქმედებებს მოითხოვენ, – იუწყება Bloomberg რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ ელიტაში არსებულ სიტუაციაზე ინფორმირებულ ხუთ წყაროზე დაყრდნობით.

წყაროთა ცნობით, „მკაცრი ხაზის“ მხარდამჭერებს ისიც სურთ, რომ პუტინმა საყოველთაო მობილიზაცია და საომარი მდგომარეობა გამოაცხადოს. სააგენტო არ აკონკრეტებს იმ პირებს, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტისგან კურსის გამკაცრებას მოითხოვენ.

Bloomberg-ის წყაროთა თანახმად, ომის გარდა, პუტინს განსაკუთრებით აშფოთებს რუბლის კურსის და ეკონომიკური სტაბილურობის პრობლემები და სურს, რომ არჩევნების წინ არ დაუშვას მაღალი ინფლაცია, რასაც რუბლის გაუფასურების შეჩერება სჭირდება.

როგორც გამოცემა წერს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის „ელიტის" წარმომადგენელთა ნაწილი პუტინის ქმედებებით უკმაყოფილოა, მის ალტერნატივას ვერ ხედავს და სტატუს-კვოს შენარჩუნებას ემხრობა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S