რუსეთი მოსკოვზე დრონით შეტევის შესახებ იუწყება
21/08/2023 05:15:50 მსოფლიო
რუსეთი მოსკოვზე დრონით შეტევის შესახებ იუწყება.
„21 აგვისტოს, მოსკოვის დროით დაახლოებით 06:50 საათზე აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატით. საფრენი აპარატი საჰაერო თავდაცვის ძალებმა აღმოაჩინეს“, - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
მისი ცნობით, დრონი პოკროვსკოეს დასახლების მიდამოში ჩამოვარდა. "მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა", – აღნიშნავენ უწყებაში.
ამასთან, დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ მოსკოვის „ვნუკოვოს“ აეროპორტმა თვითმფრინავების მიღებასა და გაშვებაზე შეზღუდვები დააწესა.
მაისის დასაწყისიდან მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით არაერთი შეტევა იყო.


