Accentnews.ge
ზელენსკი: "მზად ვართ, ბელგოროდი გავცვალოთ NATO-ს წევრობაზე"

ზელენსკი: "მზად ვართ, ბელგოროდი გავცვალოთ NATO-ს წევრობაზე"

21/08/2023 05:07:00 მსოფლიო

"მზად ვართ, ბელგოროდი გავცვალოთ NATO-ს წევრობაზე", - ასე უპასუხა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კითხვას, ალიანსში ქვეყნის წევრობის სანაცვლოდ, შესაძლო ტერიტორიული დათმობების შესახებ.

შესაბამისი განცხადება ზელენსკიმ დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენთან ერთობლივ პრეს–კონფერენციაზე გააკეთა.

მანამდე, NATO-ს გენერალური მდივნის ოფისის ხელმძღვანელმა სტიან იენსენმა განაცხადა, რომ მშვიდობის მისაღწევად უკრაინას შეუძლია, დათმოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილი და ამის სანაცვლოდ, ქვეყანა მიიღებს რეალური შანსს, შეუერთდეს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსს. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების კრიტიკის შემდეგ, იენსენმა თავის სიტყვებს "შეცდომა" უწოდა და განმარტა, რომ ისინი წარმოთქმული იყო "ფართო დისკუსიის შესაძლო სამომავლო სცენარების შესახებ".

რუსეთის ბელგოროდის რეგიონი უკრაინას ესაზღვრება და ქალაქ ბელგოროდს რეგულარულად ბომბავენ უკრაინის არმია, ე.წ. მოხალისეთა კორპუსის და ლეგიონის, "რუსეთის თავისუფლების" მებრძოლები, რომლებიც იბრძვიან უკრაინის მხარეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S