ზელენსკი: უკრაინა ნიდერლანდებისგან 42 ერთეულ F-16–ს მიიღებს
20/08/2023 13:39:15 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კიევი ნიდერლანდებისგან 42 ერთეულ F-16–ს მიიღებს.
„მე და მარკ რუტე (ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი) შევთანხმდით F-16-ების რაოდენობაზე, რომელიც უკრაინას ჩვენი პილოტებისა და ინჟინრების მომზადების შემდეგ გადაეცემა. 42 თვითმფრინავი“, - დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.
მანამდე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ F-16-ის უკრაინელი მფრინავების მომზადება უკვე დაწყებულია, თუმცა მინისტრმა დეტალები არ გაამჟღავნა.


