
საფრანგეთში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა
02/12/2019 05:55:09 სხვა, მსოფლიო
საფრანგეთში წყალდიდობას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ძლიერი წვიმის გამო ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში განგაშის წითელი დონე გამოცხადდა. დატბორილია ქუჩები, შეზღუდულია საავტომობილო და სარკინიგზო მოძრაობა.
სტიქიის გამო გადაიდო სპორტული და კულტურული ღონისძიებებიც.