კურსკში, რკინიგზის სადგურზე დრონით შეტევის შესახებ იუწყებიან
20/08/2023 06:21:50 მსოფლიო
რუსეთში, კურსკში, რკინიგზის სადგურზე დრონით შეტევის შესახებ იუწყებიან.
"უკრაინული დრონით თავდასხმა კურსკში. წინასწარი ინფორმაციით, დრონი რკინიგზის სადგურის შენობის სახურავს დაეჯახა, რის შემდეგაც სახურავზე ხანძარი გაჩნდა, ხუთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა", - აცხადებს კურსკის ოლქის გუბერნატორი რომან სტაროვოიტი.
ბოლო პერიოდში კურსკსა და კურსკის ოლქში ისევე, როგორც რუსეთის სხვა რეგიონებში, რომლებიც უკრაინას ესაზღვრებიან, დრონებით შეტევის შესახებ ხშირად იუწყებიან.


