ოლექსი რეზნიკოვი: უკრაინელმა პილოტებმა F-16–ებზე წვრთნა დაიწყეს
20/08/2023 06:16:30 მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინელმა პილოტებმა ამერიკული წარმოების F-16 მოიერიშეებზე წვრთნა დაიწყეს.
„მომზადების ეს პერიოდი იმაზე დაიხარჯება, რომ გავაგრძელოთ პროექტი იმის გასაგებად, თუ პირდაპირ როდის მივიღებთ თვითმფრინავებს. და რაც მთავარია – რამდენს,” - განაცხადა რეზნიკოვმა.
მისი თქმით, თვითმფრინავების გადაცემაზე მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი თქმა, როდესაც ინსტრუქტორები უკრაინელი პილოტებისა და მომსახურე პერსონალის მიღებულ უნარებს დაადასტურებენ.
რეზნიკოვის თქმით, მომზადების მინიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს.


