Accentnews.ge
"ბორჯღალოსნებმა" აშშ–ის ნაკრები ანგარიშით 22:7 დაამარცხეს

"ბორჯღალოსნებმა" აშშ–ის ნაკრები ანგარიშით 22:7 დაამარცხეს

19/08/2023 17:30:45 საზოგადოება

“ბორჯღალოსნებმა” ტესტმატჩი აშშ-ის ნაკრებთან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართეს. თამაში ქართველი მორაგბეების უპირატესობით წარიმართა და 22:7 ანგარიშით „ბორჯღალოსნების“ სასარგებლოდ დასრულდა.

ანგარიში მე-11 წუთზე ტაბუცაძის ლელოთი გაიხსნა, რასაც 28-ე წუთზე მამუკაშვილის ლელო და მატკავას გარდასახვა მოჰყვა და ანგარიში 12:0 გახდა. ამის შემდეგ, ამერიკელებმა ერთი ლელოს დადება მოახერხეს, გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს და პირველი ტაიმი 12:7 დასრულდა. მატჩის მეორე ნახევარში, 46-ე წუთზე ნინიაშვილის ლელოს მატკავას ზუსტად შესრულებული გარდასახვა მოჰყვა. მოგვიანებით კი, ნინიაშვილმა ზუსტი საჯარიმო დარტყმა შეასრულა.

საბოლოოდ, მატჩი „ბორჯღალოსნების გამარჯვებით, 22:7 დასრულდა. მსოფლიო თასამდე „ბორჯღალოსნები“ კიდევ ერთ შეხვედრას, 26 აგვისტოს ედინბურგში გამართავს და შოტლანდიას დაუპირისპირდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S