მედია: რუსეთი, თურქეთი და კატარი ახალ სამმხრივ “მარცვლეულის შეთანხმებას” ამზადებენ
18/08/2023 19:26:40 მსოფლიო
რუსეთი, თურქეთი და კატარი ახალ სამმხრივ “მარცვლეულის შეთანხმებას” ამზადებენ, – იუწყება Bild თურქეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებსა და საელჩოებს შორის მიმოწერაზე დაყრდნობით.
გამოცემის თანახმად, იგეგმება, რომ შეთანხმებაში თურქეთი ორგანიზატორის როლში გამოვა, ხოლო კატარი - სპონსორის. ახალი პროექტის ფარგლებში “რუსული მარცვლეულის” მიწოდება ღარიბ ქვეყნებში იგეგმება, მეტწილად აფრიკაში. ამავდროულად, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი რუსეთს სთხოვს, რომ მარცვლეულის წინა შეთანხმებაც აღადგინოს, რათა მარცვლეული უკრაინიდანაც გადიოდეს.
ანკარა, ასევე, გაეროს ეგიდის ქვეშ მოქმედების წინადადებით გამოდის.


