
გორთან, მთის ფერდობზე ხანძარი იყო
18/08/2023 16:34:35 საზოგადოება
გორთან ახლოს, გორიჯვრის სალოცავის მიმდებარედ, მთის ფერდობზე ხანძარი გაჩნდა.
ცეცხლი ბუჩქნარს გაუჩნდა.
ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შიდა ქართლის სამმართველოს მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან.
ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.