
რიკოთის უღელტეხილზე ერთი მუშა დაიღუპა, მეორე დაშავდა
18/08/2023 16:26:15 საზოგადოება
რიკოთის უღელტეხილზე მშენებლობაზე დასაქმებული ერთი მუშა დაიღუპა, მეორე დაშავდა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია ჩინეთის მოქალაქე, დაშავებული კი ქართველია.
ტელეკომპანია „ფორმულას“ ცნობით, მუშებმა დაზიანებები საამქროში მუშაობის დროს მიიღეს, სადაც მშენებლობისთვის საჭირო კონსტრუქციას ამზადებენ.
მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.