Accentnews.ge
WSJ: რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში დახმარების გამო აშშ თურქეთს ზომებით ემუქრება

WSJ: რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში დახმარების გამო აშშ თურქეთს ზომებით ემუქრება

18/08/2023 14:57:45 მსოფლიო

რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში დახმარების გამო აშშ თურქეთს ზომებით ემუქრება, - იუწყება The Wall Street Journal წყაროზე დაყრდნობით.

WSJ–ს ცნობით, აშშ-ის ადმინისტრაციას თურქეთის წინააღმდეგ ზომების მიღება სურს, რადგან ანკარა რუსეთს საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება.

გამოცემის თანამოსაუბრის თქმით, ვაშინგტონი აპირებს, მიაღწიოს რუსეთისთვის დაწესებული შეზღუდვების შესრულებას ანკარის მიერ, რაც თურქეთს თავიდან ააცილებს სანქციებს. გამოცემის ინფორმაციით, ამ საკითხებზე აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები კონტაქტში არიან თურქეთის ხელისუფლებასთან.

ანკარამ ადრე განაცხადა, რომ არ აპირებს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისთვის დასავლეთის მიერ მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S