ნიდერლანდის თავდაცვის მინისტრი: აშშ თანახმაა, უკრაინას F-16-ები გადაეცეს
18/08/2023 11:59:10 მსოფლიო
აშშ-მა ნიდერლანდს ნებართვა მისცა, მიაწოდოს უკრაინას F-16 ტიპის გამანადგურებლები. ამის შესახებ ნიდერლანდის თავდაცვის მინისტრმა კაისა ოლონგრენმა.
„მივესალმები აშშ-ის გადაწყვეტილებას, გზა გაუხსნას უკრაინისთვის F-16 ტიპის გამანადგურებლების მიწოდებას. ეს ჩვენ შესაძლებლობას მოგვცემს, განვაგრძოთ უკრაინელი მფრინავების მომზადება. ვრჩებით მჭიდრო კავშირში ევროპელ პარტნიორებთან შემდგომი ნაბიჯების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად“, - აცხადებს ნიდერლანდის თავდაცვის მინისტრი.
11 ქვეყნის კოალიციას დაგეგმილი აქვს, რომ F-16 საბრძოლო თვითმფრინავებზე უკრაინელი მფრინავების წვრთნები მიმდინარე თვეში დანიაში დაიწყოს. უკრაინა აქტიურად ცდილობს პარტნიორებისგან ამერიკული წარმოების F-16 ავიაგამანადგურებლების მიღებას, რათა რუსეთის საჰაერო უპირატესობას დაუპირისპირდეს.


