
ხობის მუნიციპალიტეტში დისტრიბუციის მანქანა სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა, არიან დაშავებულები
18/08/2023 09:47:41 საზოგადოება
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე პირი დაშავდა.
თვითმხილველის ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი დისტრიბუციის მანქანა სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა.
დაშავებული არიან მიკროავტობუსში მყოფი მგზავრები. ისინი სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.
შემთხვევის შედეგად დაზიანდა იქვე მდგომი ორი მსუბუქი ავტომანქანაც.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.