Accentnews.ge
პაპუნა მარგველიძე: შოვში 27 დაღუპულიდან 25 იდენტიფიცირებულია

პაპუნა მარგველიძე: შოვში 27 დაღუპულიდან 25 იდენტიფიცირებულია

18/08/2023 08:25:20 საზოგადოება

შოვში, სტიქიის ზონაში 27 დაღუპულიდან 25 იდენტიფიცირებულია. ამის შესახებ რაჭა– ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"დაკარგული 33 ადამიანიდან ნაპოვნია 27 ადამიანის ცხედარი, გრძელდება დაკარგულ 6 პიროვნებაზე საძიებო სამუშაოები. უკვე მდინარე ჭანჭახისა და მდინარე რიონის კალაპოტებში გადასულია მძიმე ტექნიკა, რომლის საშუალებითაც გრძელდება საძიებო სამუშაოები. გუშინ საღამოს ნაპოვნი იქნა ერთი მამაკაცის ცხედარი, ეპიცენტრიდან დაშორებული იყო დაახლოებით 25 კმ-ით, ქალაქ ონთან სიახლოვეს, რომელიც ასევე ამოსვენებულ იქნა და გადაყვანილ იქნა ექსპერტიზაზე. ამოსვენებული 27 პიროვნებიდან, 25 არის უკვე იდენტიფიცირებული", – განაცხადა მან.

მისი თქმით, ძებნის არეალი ამბროლაურამდე არის გაფართოებული.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 27 ადამიანის ცხედარი და 6 პირს ამ დრომდე ეძებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S