Accentnews.ge
სინოპტიკოსები 18 და 19 აგვისტოს საქართველოში ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ

სინოპტიკოსები 18 და 19 აგვისტოს საქართველოში ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ

18/08/2023 07:19:05 საზოგადოება

სინოპტიკოსები 18 და 19 აგვისტოს საქართველოში ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18 და 19 აგვისტოს უმეტესად დღის მეორე ნახევრიდან, საქართველოს ტერიტორიაზე, განსაკუთრებით, კავკასიონის ჩრდილოეთ მთიან და მაღალმთიან რაიონებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი.

მისი ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S