Accentnews.ge
პროკურატურა აცხადებს, რომ ნიკა გვარამია ნებართვის გარეშე ქვეყანას ვერ დატოვებს

პროკურატურა აცხადებს, რომ ნიკა გვარამია ნებართვის გარეშე ქვეყანას ვერ დატოვებს

01/12/2019 14:22:19 სხვა, სამართალი

გენერალური პროკურატურის განცხადებით, პროკურატურის ნებართვის გარეშე "რუსთავი 2"–ის ყოფილ გენდირექტორ ნიკა გვარამიას ქვეყნის დატოვების უფლება  არ აქვს. ეს კომენტარი საგამოძიებო უწყებამ მას შემდეგ გაავრცელა, რაც დღეს ნიკა გვარამიამ ოჯახთან ერთად ქვეყნის დატოვების შესახებ განაცხადა. 

“ჩემს გადაცემაში, ჩემი ოჯახის და ჩემი სახელით, გავაკეთებ განცხადებას, ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით ჩვენს მიერ ერთად მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე. სწორედ ერთად მიღებულ, და არა ჩემს მიერ ერთპიროვნულად, როგორც აქამდე ხდებოდა და რაც უსამართლოც იყო და აპრიორი არასწორიც. უყურეთ, თუ თქვენთვის საინტერესოა ჩვენი უახლოესი გეგმები და სამომავლო ნაბიჯები”, – დაწერა დღეს "ფეისბუქში" პირად გვერდზე გვარამიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 11 აგვისტოს ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო შეუფარდა. გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ეკრძალება გენერალური პროკურატურის გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვება. პროკურატურამ "რუსთავი 2"-ისა და სარეკლამო კომპანია “ინტერმედიის” საქმეზე არხის ყოფილ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას ბრალი 9 აგვისტოს წაუყენა. პროკურატურის განცხადებით, ნიკა გვარამიამ შპს "ინტერმედიას" მიანდო "რუსთავი 2"-ის სარეკლამო დროის გაყიდვა და რამდენიმე მილიონით აზარალა ტელეარხი. 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S