Accentnews.ge
Reuters: აშშ-მა F-16-ების დანიიდან და ნიდერლანდებიდან უკრაინაში გაგზავნის ნებართვა გასცა

Reuters: აშშ-მა F-16-ების დანიიდან და ნიდერლანდებიდან უკრაინაში გაგზავნის ნებართვა გასცა

18/08/2023 05:44:58 მსოფლიო

შეერთებულმა შტატებმა დანიასა და ნიდერლანდებს თანხმობა მისცა, უკრაინაში F-16 საბრძოლო თვითმფრინავები გაგზავნონ, როგორც კი პილოტები შესაბამის წვრთნებს დაასრულებენ, -იუწყება Reuters.

„გამოვხატავ შეერთებული შტატების სრულ მხარდაჭერას F-16 მოიერიშე თვითმფრინავების უკრაინისთვის გადაცემასთან და უკრაინელი მფრინავების კვალიფიციური ინსტრუქტორების მიერ მომზადებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის მიერ დანიელი და ნიდერლანდელი კოლეგებისთვის გაგზავნილ წერილში, რომლის შინაარსიც Reuters-თვის გახდა ცნობილი.

11 ქვეყნის კოალიციას დაგეგმილი აქვს, რომ F-16 საბრძოლო თვითმფრინავებზე უკრაინელი მფრინავების წვრთნები მიმდინარე თვეში დანიაში დაიწყოს. უკრაინა აქტიურად ცდილობს პარტნიორებისგან ამერიკული წარმოების F-16 ავიაგამანადგურებლების მიღებას, რათა რუსეთის საჰაერო უპირატესობას დაუპირისპირდეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S