რუსეთი მოსკოვზე დრონით შეტევის შესახებ იუწყება
18/08/2023 05:32:53 მსოფლიო
რუსეთი მოსკოვზე დრონით შეტევის შესახებ იუწყება.
"საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს დრონი, რომელიც მოსკოვისკენ მიემართებოდა. უპილოტო საფრენი აპარატის ფრაგმენტები ექსპოცენტრის ზონაში დაეცა, შენობას მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა", - წერს სოციალურ ქსელში მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი.
მისივე თქმით, წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის, ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურები მუშაობენ.
მაისის დასაწყისიდან მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით არაერთი შეტევა იყო.


