Accentnews.ge
შავ ზღვაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ანკარამ მოსკოვი გააფრთხილა

შავ ზღვაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ანკარამ მოსკოვი გააფრთხილა

17/08/2023 19:25:43 მსოფლიო

თურქეთმა რუსეთთან განიხილა მშრალი ტვირთის გემ "შუკრუ ოკანთან" დაკავშირებული ინციდენტი, რომელიც რუსმა სამხედროებმა შაბათ-კვირას დააკავეს და გააფრთხილა შავ ზღვაში გემების მოძრაობის შეფერხების მიუღებლობის შესახებ. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტთან არსებული დეზინფორმაციის წინააღმდეგობის ცენტრის (DMM) შეტყობინებაშია ნათქვამი.

შეტყობინებაში ნათქვამია, რომ ინციდენტი საერთაშორისო წყლებში მოხდა და გემი, მართალია, თურქულ კომპანიას ეკუთვნოდა, მაგრამ პანამის დროშის ქვეშ ცურავდა.

„მიუხედავად ამ ყველაფრისა, გემის მოძრაობაში ჩარევის შემდეგ, რუსეთის ფედერაციაში თანამოსაუბრეები სათანადოდ გააფრთხილეს, თავი აარიდონ შავ ზღვაში დაძაბულობის ესკალაციის მსგავს მცდელობებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 13 აგვისტოს დილით შავ ზღვაში რუსულმა გემმა „გამაფრთხილებელი“ ცეცხლი გაუხსნა მშრალი ტვირთის გემს, რომელიც მიემართებოდა იზმაილის პორტისკენ, როდესაც გემმა არ უპასუხა რუსების თხოვნას, შესამოწმებლად შეჩერებულიყო. ამ ცნობის მიხედვით, შემდეგ რუსები გემზე გადავიდნენ, შეამოწმეს და გადაადგილების შესაძლებლობა მისცეს. საერთაშორისო სადაზვერვო საზოგადოება InformNapalm ამტკიცებს, რომ რუსებმა იცრუეს შემოწმებისა და გამაფრთხილებელი გასროლების შესახებ. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო რუსეთის ფედერაციის პროვოკაციული ქმედებები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S