Accentnews.ge
Washington Post-მა ირანისა და რუსეთის თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტები მოიპოვა

Washington Post-მა ირანისა და რუსეთის თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტები მოიპოვა

17/08/2023 18:12:30 მსოფლიო

ამერიკულმა გაზეთმა The Washington Post-მა მიიღო დოკუმენტები რუსეთის თათარსტანში, "ალაბუგას" სპეციალურ ეკონომიკურ ზონაში ირანული დრონების მწარმოებელი ქარხნის ფუნქციონირების შესახებ, რომელსაც 2025 წლისთვის დაგეგმილი აქვს 6000 "შაჰედის" კამიკაძე დრონების წარმოება.

დოკუმენტები, რომლებიც WP-მა მიიღო ქარხნის ერთ-ერთი თანამშრომლისგან, მოიცავს 2022 წლის ზამთრიდან 2023 წლის გაზაფხულამდე პერიოდს და მიუთითებს მოსკოვსა და თეირანს შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე, რასაც ეს უკანასკნელი კატეგორიულად უარყოფს.

ეს თანამშრომლობა ხორციელდება "ფრანშიზის" ფორმატში: ირანმა რუსეთს გაუზიარა საპროექტო დოკუმენტაცია და საკუთარი კომპონენტები "შაჰედების" წარმოებისთვის და რუსულმა მხარემ ამის საფუძველზე უნდა განაახლოს წარმოება თავისთან, გააფართოოს და მოაგვაროს პრობლემები დეფიციტური კომპონენტებისა და ლოგისტიკის.

"ალაბუგაში" მდებარე ქარხნის საწარმოო გეგმა, დოკუმენტების მიხედვით, სამ ეტაპად უნდა განხორციელდეს: პირველ ეტაპზე ირანი რუსეთს აწვდის დაშლილ დრონებს და შემდეგ რუსეთში ხდება მათი აწყობა; მეორე ეტაპზე რუსეთი "შაჰედების" კორპუსის საკუთარ წარმოებას დაიწყებს, ხოლო ამ პერიოდში ელექტრონიკის და ძრავების იმპორტი გაგრძელდება; მესამე ეტაპი არის ირანის მინიმალური დახმარება და 4000-ზე მეტი დრონის აწყობა, რომლებიც რუს სამხედროებს 2025 წლის სექტემბრისთვის უნდა გადაეცეთ.

რუსეთის ფედერაციის ყველაზე დიდი პრობლემა ელექტრონიკაა, რომელიც დასავლეთში იწარმოება. რუსულმა მხარემ ელექტრონიკის ნაწილი მიიღო - სავარაუდოდ იმპორტით, სანქციების გვერდის ავლის გზით; ზოგიერთი კომპონენტის რეპროდუცირება მოხდა ბელარუსში და რუსეთში ჩინეთის დახმარებით. მაგრამ ჯერ კიდევ არის პრობლემები ძრავების წარმოებასთან დაკავშირებით, აღნიშნავს WP.

წარმოების მასშტაბირების მიზნით, ქარხანა აქტიურად იზიდავდა მუშახელს, რომელთა ანაზღაურებაც რუსეთში არსებულ საშუალო ხელფასს ზოგჯერ ათჯერ აღემატებოდა. მათთვის, ვინც არ თანხმდებოდა სამუშაოზე, სამსახურიდან გათავისუფლება მაქსიმალურად გაურთულდა. გარდა ამისა, რუსი სპეციალისტები ირანში გაემგზავრნენ „გამოცდილების მისაღებად“, მსგავს მივლინებებში მიგრანტები იყვნენ ჩართულნი შუა აზიის ქვეყნებიდან, რადგან მათ ნაწილობრივ ესმოდათ სპარსული.

მიუხედავად იმისა, რომ ჯამში რუსეთმა მოახერხა "შაჰედების" ირანული კონსტრუქციის ოპტიმიზაცია და წარმოების აწყობა, პრობლემები წარმოიშვა.

სხვა საკითხებთან ერთად, ზოგიერთი დრონი, რომელიც ირანმა რუსულ მხარეს მიაწოდა, გაუმართავი იყო. საუბარია დაახლოებით 25%–ზე. გარდა ამისა, WP-ის მიერ გამოკითხული ექსპერტები ამბობენ, რომ კომპონენტების დეფიციტის გამო, რუსული ქარხანა მინიმუმ ერთი თვით ჩამორჩება გრაფიკს. იყო შემთხვევები, როდესაც რუსეთის ფედერაციამ ვერ ააწყო ლოგისტიკა ირანული დრონების პარტიების მიწოდებისთვის.

ბოლო სამი თვის განმავლობაში კიევის შეფასებით, რუსეთმა დაახლოებით 600 "შაჰედი" გამოიყენა უკრაინულ სამიზნეებზე და მათი ნაწილი მაინც დამზადდა რუსულ ქარხანაში.

აპრილში შეერთებულმა შტატებმა გამოაქვეყნა სატელიტური გამოსახულება დრონების მწარმოებელი ქარხნის ადგილმდებარეობის შესახებ, რომელიც მდებარეობს რუსეთის "ალაბუგას" სპეციალურ ეკონომიკურ ზონაში, მოსკოვიდან აღმოსავლეთით დაახლოებით 960 კილომეტრში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S