ლიეტუვა ბელარუსთან საზღვარზე სამხედრო წვრთნებს იწყებს
17/08/2023 16:53:40 მსოფლიო
ლიეტუვის მესაზღვრეები და შეიარაღებული ძალები ბელარუსის საზღვართან ჩაატარებენ ერთობლივ წვრთნებს პოტენციური საფრთხეების წინააღმდეგ მომზადების ფარგლებში.
წვრთნები 27 აგვისტოსთვის არის დაგეგმილი,– იუწყება LRT ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრ აგნე ბილოტაიტზე დაყრდნობით.
მინისტრმა თქვა, რომ "უნდა შემოწმდეს რამდენიმე სცენარი".
მან განმარტა, რომ პირველი სცენარი ეხება მიგრაციას, მეორე – რეაგირებას საზღვარზე „ჰიბრიდულ სამხედრო საფრთხეზე“.
„ჩვენ ახლახანს განვაახლეთ საზღვრის დაფარვის გეგმა, ანუ ურთიერთქმედება სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურსა და სამხედროებს შორის საფრთხის სხვადასხვა დონეზე“, - თქვა ბილოტიტმა.
ქვეყნის შსს–ს განახლებულმა სტრატეგიამ საფრთხის მაღალი დონის შემთხვევაში მყისიერად უნდა უზრუნველყოს ლიეტუვის საზღვარზე ძალების სწრაფი გაძლიერება დამატებითი უწყებათაშორისი კოორდინაციის გარეშე.
ასევე განიხილება წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად მესაზღვრეების და სხვა ოფიცრების მოწვევის შესაძლებლობა ესტონეთიდან, ლატვიიდან და პოლონეთიდან.
ერთი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ ლიეტუვა ბელორუსთან საზღვარზე ექვსი გამშვები პუნქტიდან ორს დროებით დახურავს 18 აგვისტოდან.
ბალტიისპირეთის ქვეყნები და პოლონეთი საფრთხედ აღიქვამენ ბელარუსში "ვაგნერის" დაქირავებულების გამოჩენას. მათ დაიწყეს ბელარუსთან საზღვრების გაძლიერება.


