
გარდაიცვალა მსახიობი გოგი ხარაბაძე
17/08/2023 16:46:16 საზოგადოება
81 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი, მწერალი და რეჟისორი გიორგი (გოგი) ხარაბაძე.
გოგი ხარაბაძე 1942 წლის 12 ივლისს დაიბადა. 1963 წელს დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.
1963-1994 წლებში იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი. სპექტაკლებში შესრულებული აქვს როლები: ჯარისკაცი („ყვარყვარე თუთაბერი“ 1959), დათო (ვ. როზოვის „ვახშმობის წინ“), ოთარი (რ. სტურუას, გ. ქავთარაძის „ბრალდება“), ღვთისო (ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი“), დიტო (ო. იოსელიანის „სანამ ურემი გადატრიალდება“), ჯიბო (შ. დადიანის „გუშინდელნი“), ტარასი ხაზარაძე (კ. ლორთქიფანიძის „კოლხეთის ცისკარი“), ავტორი (ი. ჭავჭავაძის „ჩემო კალამო“), დიდებული („ჰამლეტი“ 1960), ავთო („მზიანი ღამე“ 1966), ტარიელი („ვეფხისტყაოსანი“ 1966), ოიდიპოსი („ოიდიპოს მეფე“ 1976), ჯორჯ კლარენსი („რიჩარდ მესამე“ 1979) და სხვ.