Accentnews.ge
აშშ–მა ნავალნის მოწამვლის გამო ოთხი რუსი დაასანქცირა

აშშ–მა ნავალნის მოწამვლის გამო ოთხი რუსი დაასანქცირა

17/08/2023 16:31:32 მსოფლიო

აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსეთის ოთხ მოქალაქეს, რომლებსაც რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურთან აკავშირებენ. საუბარია ალექსეი ალექსანდროზე, კონსტანტინ კუდრიავცევზე, ივან ოსიპოვზე და ვლადიმირ პანიაევზე.

ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ ისინი 2020 წელს მონაწილეობდნენ რუსეთის ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის მოწამვლაში.

"დღეს ვლადიმირ პუტინსა და მის რეჟიმს შევახსენებთ, რომ შედეგები მოჰყვება არა მხოლოდ სასტიკი და არაპროვოცირებული ომის წარმოებას უკრაინის წინააღმდეგ, არამედ რუსი ხალხის ადამიანის უფლებების დარღვევებსაც" - განაცხადეს აშშ–ის ფინანსთა სამინისტროში.

უწყება მიიჩნევს, რომ ნავალნიზე თავდასხმა "აჩვენებს კრემლის მხრიდან ადამიანის უფლებების არაფრად ჩაგდებას".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S