Accentnews.ge
კულება – F-16-ებზე: "მალე კარგი ამბები იქნება"

კულება – F-16-ებზე: "მალე კარგი ამბები იქნება"

17/08/2023 15:02:13 მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ განაცხადა, რომ უკრაინა F-16–ის გამანადგურებლებს პილოტების მომზადების დასრულებისთანავე მიიღებს.

„წვრთნებიდან პილოტები დაბრუნდებიან და თვითმფრინავებიც ჩამოვლენ - ეს იქნება სინქრონიზებული პროცესი. ამ კვირაში პრეზიდენტს სამდღიანი ყოველდღიური შეხვედრები აქვს და საუბრობს ამ პროცესის დაჩქარებაზე. დიპლომატიურად ვიტყვი: ვფიქრობ, მალე კარგი ამბები იქნება“, - განაცხადა კულებამ 17 აგვისტოს გადაცემა „საუზმე 1+1“-ის ეთერში.

ერთი დღით ადრე უკრაინის საჰაერო ძალების წარმომადგენელმა იური იგნატმა ტელეთონის ეთერში განაცხადა, რომ უკრაინა 2023 წლის შემოდგომაზე და ზამთარში ვერ შეძლებს საკუთარი ცის F-16-ით დაცვას.

„უკვე აშკარაა, რომ ჩვენ ვერ დავიცავთ უკრაინას F-16–ის თვითმფრინავებით შემოდგომაზე და ამ ზამთარში... დიდი იმედი იყო ამ თვითმფრინავს, რომ გახდებოდენნ საჰაერო თავდაცვის ნაწილი, რომელიც დაგვიცავდა რუსეთის სარაკეტო და უპილოტო ტერორიზმისგან“, - თქვა მან.

ამასთან, იგნატმა აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავებისა და ინჟინრების მომზადების საკითხი „დაიძრა“.

აშშ–მ ნებართვა გასცა უკრაინელი პილოტების მომზადებაზე. მანამდე იუწყებოდნენ, რომ 11 ქვეყნისგან შემდგარი კოალიცია მზად იყო, F-16–ებზე გაეწვრთნათ უკრაინელი პილოტები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S