Accentnews.ge
სავარაუდოდ, მამაკაცის ცხედარი სტიქიის ეპიცენტრიდან 25 კილომეტრში იპოვეს

სავარაუდოდ, მამაკაცის ცხედარი სტიქიის ეპიცენტრიდან 25 კილომეტრში იპოვეს

17/08/2023 14:39:46 საზოგადოება

შოვში მამაკაცის ცხედარი სტიქიის ეპიცენტრიდან დაახლოებით 25 კილომეტრის მოშორებით იპოვეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა უამბო.

ცხედარი ქუთაისში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

„დილიდან აქტიურად დავიწყეთ მდინარის კალაპოტში მძიმე ტექნიკის შეყვანა და საძიებო სამუშაოების გაფართოება. დაახლოებით ნახევარი საათის უკან საპატრულო მონიტორინგის მერვე სექტორზე – ეს არის დაახლოებით 25-ე კილომეტრი სტიქიის ეპიცენტრიდან – ნანახი იქნა ცხედარი, რომელიც ჩვენი მაშველების მიერ არის მდინარიდან გამოსვენებული და გადასვენებულია პროზექტურაში. ეს არ არის მცირეწლოვანი, სავარაუდოდ, ზრდასრული მამაკაცია. ქუთაისში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული",– თქვა მღებრიშვილმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მდინარის კალაპოტში მიდის მაქსიმალური მუშაობა მძიმე ტექნიკით:

"მოგახსენეთ, გუშინ ნიადაგმა მოგვცა გარკვეული საშუალება, გარკვეულ ლოკაციებზე, თუმცა დაახლოებით ორი მეტრის სიღრმის ქვემოთ უკვე წყალი შეინიშნება და ვფიქრობთ, სიღრმე, სადაც შეიძლება, რომ ვეძებოთ, არის მეტრა-ნახევარი, ორი მეტრი. საუბარია კალაპოტის, ასე ვთქვათ, მშრალ მონაკვეთებზე. ამბროლაურამდე გვაქვს განაწილებული სექტორები, 18 სექტორს მოიცავს ეს ყველაფერი, თუმცა უშუალოდ ტექნიკის საშუალებით მიმდინარეობს სტიქიის ეპიცენტრიდან კილომეტრ-ნახევრიან პერიმეტრზე. ამ ეტაპზე სამი ცხედარია იდენტიფიცირების გარეშე, დღის ბოლოს ველოდებით დამატებით ინფორმაციას“.

ბოლო მონაცემებით, სტიქიის ზონაში 27 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ექვს ადამიანს ეძებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S