Accentnews.ge
"ყირიმ–SOS": რუსმა "კომისრებმა" ომში დაღუპული რუსი სამხედროების ცხედრები შემოსავლის წყაროდ აქციეს

"ყირიმ–SOS": რუსმა "კომისრებმა" ომში დაღუპული რუსი სამხედროების ცხედრები შემოსავლის წყაროდ აქციეს

17/08/2023 14:21:25 მსოფლიო

ყირიმში რუსმა სამხედრო კომისრებმა ომში დაღუპული რუსი ჯარისკაცების ცხედრები შემოსავლის წყაროდ აქციეს. ამის შესახებ "ყირიმ–SOS" წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

ორგანიზაციის წყაროები ყვებიან, რომ სამხედროებმა ცხედრები სიმფეროპოლის მორგში კი გადააქვთ, თუმცა დაღუპულთა ნათესავებს სთხოვენ, აქტიური საომარი მოქმედებების ზონიდან გადასვენებისთვის ფული გადაიხადონ.

„იმისთვის, რომ ის ყირიმში გადაიტანონ, ნათესავებს მომსახურეობისთვის დაახლოებით 100-150 ათასი რუბლის გადახდას სთავაზობენ. „კომისრები“ ამგვარ სქემას ცხედრის მოუხერხებელი ადგილმდებარეობითა და ტრანსპორტირებით ხსნიან, სხვა შემთხვევაში, ცხედარს დიდი ხნის განმავლობაში მოუწევს ლოდინი. სამი-ოთხი ასეთი შემთხვევა მაინც არის ცნობილი",– ნათქვამია ინფორმაციაში.

მანამდე იუწყებოდნენ, რომ ანექსირებულ ყირიმში სტუდენტები აიძულებენ, ხელი მოაწერონ რუსულ ჯარში გაწვევის შესახებ უწყებას, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოცდების შედეგებით ემუქრებიან.

ანექსირებულ ყირიმში ცხრა წლის განმავლობაში რუსეთმა 17 უკანონო გაწვევის კამპანია ჩაატარა. საოკუპაციო ჯარში ბოლო გაწვევა 2023 წლის 1 აპრილს დაიწყო. 11 აპრილს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმამ ერთდროულად სამი მოსმენით მიიღო ახალი კანონი, რომელიც აძლიერებს კონტროლს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ სამხედრო ასაკის მოსახლეობაზე, რაც როგორც იუწყებიან, პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის საოკუპაციო არმიის რიგებში უკანონო გაწვევისთვის თავის არიდებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S