Accentnews.ge
ლატვია და ესტონეთი უკრაინის "უსაფრთხოების გარანტიების" შესახებ G7–ის დეკლარაციას შეუერთდნენ

ლატვია და ესტონეთი უკრაინის "უსაფრთხოების გარანტიების" შესახებ G7–ის დეკლარაციას შეუერთდნენ

17/08/2023 12:40:04 მსოფლიო

ესტონეთმა და ლატვიამ მხარი დაუჭირეს G7–ის ქვეყნების დეკლარაციას უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ. შესაბამისი განცხადება 17 აგვისტოს ქვეყნების პრემიერ-მინისტრებმა გააკეთეს.

„უკრაინას გამარჯვებამდე დავეხმარებით. მხარს დავუჭერთ ქვეყანას ნატოსა და ევროკავშირის წევრობის გზაზე“, - განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა.

ლატვიამ და ესტონეთმა განაცხადეს, რომ მხოლოდ ნატო-ში გაწევრიანება მისცემს უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს და საიმედო ინსტრუმენტს რუსეთის ახალი აგრესიის შესაჩერებლად.

G7 ქვეყნების ერთობლივ დეკლარაციას ბულგარეთის მთავრობაც შეუერთდა.

ივლისში G7–ის ქვეყნებმა გამოაცხადეს უკრაინასთან ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ კიევის მხარდაჭერის ფორმალიზებისთვის.

მხარდაჭერის დეკლარაცია ითვალისწინებს ორმხრივ შეთანხმებებს კიევს, G7-ის ქვეყნებსა და სხვა ხელმომწერებს შორის უკრაინის თავდაცვისა და დაზვერვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად. ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შეუერთდა ამ დეკლარაციას, იყო ნორვეგია, რომელიც არ არის G7-ის წევრი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S