Accentnews.ge
ამერიკელი ადმირალი შავ ზღვაში HATO–სა და რუსეთს შორის პირდაპირი შეტაკების რისკებს ხედავს

ამერიკელი ადმირალი შავ ზღვაში HATO–სა და რუსეთს შორის პირდაპირი შეტაკების რისკებს ხედავს

17/08/2023 12:16:01 მსოფლიო

ევროპაში ნატო-ს გაერთიანებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი არ გამორიცხავს, რომ შავი ზღვის საერთაშორისო წყლებში გემებზე რუსული თავდასხმის შემთხვევაში, ნატო და რუსეთი პირდაპირ შეტაკებამდე მივიდნენ,– წერს Politico.

ამერიკელმა ადმირალმა ჯეიმს სტავრიდისმა, რომელიც ნატოს გაერთიანებულ ძალებს ევროპაში 2009-2013 წლებში მეთაურობდა, თქვა, რომ შავ ზღვაში მნიშვნელოვანმა ესკალაციამ – მაგალითად, როგორც თურქეთი კვირას მოიქცა თურქულ გემთან მიმართებით – შეიძლება, რეაგირება აიძულოს მოკავშირეებს და გამოიწვიოს პირდაპირი შეტაკება რუსეთის ფედერაციასა და ალიანსს შორის:

„რუსეთის ქმედებები შავი ზღვის საერთაშორისო წყლებში ქმნის რეალურ რისკებს, რომ ის გადაიზარდოს ზღვაზე ომში ნატოსა და რუსეთის ფედერაციას შორის“.

მისი აზრით, ნატოს ქვეყნები ვერ შეძლებენ, უბრალო ყურებას, თუ როგორ „უჭერს მარყუჟს" რუსეთი უკრაინის ეკონომიკას საზღვაო ბლოკადით მას შემდეგ, რაც მათ ამდენი რესურსი ჩადეს უკრაინის მხარდაჭერაში.

ადმირალმა რუსი სამხედროების ქმედებები თურქული გემის წინააღმდეგ მეკობრეობას შეადარა.

„თუ რუსეთი დაიწყებს გემების დაკავებას, მათ დაშინებას, ვფიქრობ, ამას ნატო უპასუხებს საზღვაო მიწოდებისთვის ჰუმანიტარული დერეფნის მხარდაჭერით“, - თქვა სტავრიდისმა და დასძინა, რომ ეს შეიძლება იყოს სავაჭრო გემებისთვის საჰაერო მხარდაჭერის აღმოჩენა და ნატო–ს გემების თანხმებით გადაადგილება.

17 ივლისს რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან" გავიდა და „რისკებით“ დაემუქრა მხარეებს, რომლებიც გადაწყვეტენ ინიციატივის რუსეთის გარეშე გაგრძელებას. მას შემდეგ რუსეთი ინტენსიურად ბომბავს უკრაინულ პორტებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S