„თალიბანმა“ ავღანეთში პოლიტიკური პარტიები აკრძალა
17/08/2023 11:04:17 მსოფლიო
ავღანეთში მოქმედმა რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ქვეყანაში ყველა პოლიტიკური პარტია აკრძალა. „თალიბანმა" განაცხადა, რომ მსგავსი საქმიანობა ისლამურ კანონებს ეწინააღმდეგება, – იუწყება „ამერიკის ხმა“.
ხელისუფლებაში თალიბების დაბრუნებამდე ავღანეთში ოფიციალურად რეგისტრირებული იყო 70 მსხვილი და მცირე პარტია. 2021 წლის აგვისტოს შემდეგ რეპრესიების შიშით ავღანეთის პოლიტიკური პარტიების ბევრმა ლიდერმა ქვეყანა დატოვა.
„თალიბანი“ რადიკალური ისლამური დაჯგუფებაა. მოძრაობა „თალიბანმა“ ავღანეთზე კონტროლი 2021 წლის აგვისტოში დაიბრუნა, ამ ქვეყანაში აშშ-ის სამხედრო მისიის დასრულების შემდეგ. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჯარები ავღანეთიდან 2020 წლის თებერვალში გაიყვანა, "თალიბანსა" და აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე.
ხელისუფლებაში "თალიბანის" დაბრუნების შემდეგ ქვეყანაში ადამიანის უფლებები მასობრივად ირღვევა - საერო კანონმდებლობა თითქმის მთლიანად შეიცვალა შარიათის კანონით, ავღანეთში დამკვიდრებულია დისიდენტების დევნა და სიკვდილით საჯაროდ დასჯა, ქალები მოკლებული არიან განათლებისა და მუშაობის უფლებას.


