Accentnews.ge
„აზოვი“ ფრონტზე დაბრუნდა

„აზოვი“ ფრონტზე დაბრუნდა

17/08/2023 10:45:51 მსოფლიო

"აზოვის" სპეციალური დანიშნულების ბრიგადა ფრონტზე დაბრუნდა. ამის შესახებ ბრიფინგზე უკრაინის ეროვნული გვარდიის წარმომადგენელმა მიკოლა ურშალოვიჩმა განაცხადა.

მისი თქმით, ახლა "აზოვი" პოზიციებს იკავებს სერებრიანსკის მიდამოში, ლისიჩანსკის ჩრდილო-დასავლეთით.

"აზოვის" პოლკი 2022 წლის გაზაფხულზე თითქმის ორი თვის განმავლობაში მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხანაში იცავდა ახორციელებდა თავდაცვას. მაისში, აზოვსტალის დამცველებმა, ბრძანების შესაბამისად დატოვეს ქარხანა. 1000–ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი, რომლებიც მარიუპოლის იცავდნენ, რუსმა სამხედროებმა ტყვედ აიყვანეს, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი "აზოვის" პოლკში მებრძოლი იყო.

ე.წ. დონეცკის სახალხო რესბუპლიკის დე ფაქტო ხელისუფლება გეგმავდა ტყვედ ჩავარდნილი "აზოველებისთვის" საჯარო ტრიბუნალის მოწყობას. თუმცა, გასული სექტემბრიდან 300-ზე მეტი "აზოველი" დააბრუნეს უკრაინაში ტყვეთა გაცვლის ფარგლებში. მათ შორისაა პოლკის მეთაური დენის პროკოპენკო და მისი მოადგილე სვიატოსლავ პალამარი. მოგვიანებით გაირკვა, რომ მათი გაცვლის მიზნით უკრაინამ რუსეთს გადასცა ვლადიმირ პუტინის ნათლულის მამა, უკრაინული ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი პრორუსი ლიდერი ვიქტორ მედვედჩუკი. უკრაინაში მედვედჩუკი ღალატის ბრალდებით იყო დაკავებული.

ივლისის დასაწყისში "აზოვის" ხუთი მეთაური: დენის პროკოპენკო, სვიატოსლავ პალამარი, სერგეი ვოლინსკი, ოლეგ ხომენკო, დენის შლეგა, რომლებიც ტყვეთა გაცვლის შემდეგ თურქეთში იმყოფებოდნენ, უკრაინაში დაბრუნდნენ. მოსკოვმა ანკარა და კიევი შეთანხმებების დარღვევაში დაადანაშაულა, რომლის მიხედვითაც, "აზოვის" მეთაურები საომარი მოქმედებების დასრულებამდე თურქეთში უნდა დარჩენილიყვნენ.

"აზოვის" პოლკი შეიქმნა 2014 წელს, როგორც მოხალისეთა ფორმირება. მისი დამფუძნებლები უკიდურესი მემარჯვენეების აქტივისტები იყვნენ. ახლა "აზოვი" უკრაინის შეიარაღებული ძალების განუყოფელი ნაწილია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S