უკრაინისთვის 10 ათასი კამიკაძე–დრონის თანხა 3 დღეში შეგროვდა
17/08/2023 09:41:32 მსოფლიო
უკრაინელებმა 3 დღეში 235 მილიონი გრივნა შეაგროვეს კამიკაძე–დრონებისთვის. რესურსების თავმოყრას ორგანიზება გაუწიეს ორგანიზაციებმა UNITED24-მა, „მინდა სიცოცხლემ" და "მონობანკმა".
"ისტორიული ღონისძიება დასრულდა. მადლობა ყველას",– თქვა ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილ ფედოროვმა, რომელმაც საზოგადოებას აუწყა, რომ საჭირო თანხა უკვე მოგროვდა.
როგორც ცნობილია, შეგროვილი თანხა 10 000 დრონისთვის არის განკუთვნილი.
თანხის შეგროვება 14 აგვისტოს დილით დაიწყო. იუწყებიან, რომ პირველ სამ საათში 35 მილიონზე მეტი გრივნა შეგროვდა.


