უკრაინის გენშტაბი: დამცველები სამხრეთით წინ მიიწევენ
17/08/2023 09:23:41 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენელმა ანდრეი კოვალევმა განაცხადა, რომ უკრაინული ჯარები წარმატებით მიიწევენ წინ სამხრეთით, დონეცკის რეგიონში.
”უროჟაინოეს სამხრეთით არის წარმატებები, ფეხს იკიდებენ მიღწეულ ხაზებზე”,– თქვა სამხედრომ.
გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციის ჩატარებას ბახმუტის, მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით.
უკრაინელი სამხედროები არტილერიით აყენებენ სარტყმებს გამოვლენილ სამიზნეებს, იღებენ კონტრბატარეულ ზომებს.
სარდლობის ცნობით, თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციების ჩატარებას ქალაქ ბახმუტის სამხრეთით და ფიქსირდებიან მიღწეულ ხაზებზე.
"მტერმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები ჩაატარა ავდიევკასა და მარინკას რაიონებში",– აღნიშნავს სარდლობა.
სარდლობა ასევე აღნიშნავს, რომ მტერი განიცდის მნიშვნელოვან ზარალს როგორც პირად შემადგენლობაში, ისე იარაღისა და აღჭურვილობის თვალსაზრისით, ახორციელებს დანაყოფებისა და ჯარების გადაადგილებას და აქტიურად იყენებს რეზერვებს.
"ამასთან, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ რუსული ჯარების შეტევის შეკავებას კუპიანსკის, ლიმანსკისა და ბახმუტის მიმართულებების ჩრდილოეთ ფლანგზე. მტერმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები ჩაატარა ხარკოვის ოლქის სენკოვკას და დონეცკის ოლქის ბოგდანოვკას რაიონებში. აქ მძიმე ბრძოლები გრძელდება",– აღნიშნავს გენშტაბი.


