Accentnews.ge
უკრაინელმა მებრძოლებმა ბახმუტსა და ზაპოროჟიეში Ka-52–ები ჩამოაგდეს

უკრაინელმა მებრძოლებმა ბახმუტსა და ზაპოროჟიეში Ka-52–ები ჩამოაგდეს

17/08/2023 09:08:36 მსოფლიო

17 აგვისტოს, დილით ზაპოროჟიეს რაიონში ერთი რუსული ვერტმფრენი კა-52 ჩამოაგდეს. მანამდე ამავე ტიპის ვერტმფრენის ბახმუტის მიმართულებით ჩამოგდების შესახებ იუწყებოდა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდალი მიკოლა ოლეშჩუკი.

"ასე რომ, დღეს დილით უკრაინის დამცველებმა უკვე ორი რუსი "ალიგატორი" გაანადგურეს",– აღნიშნავენ უკრაინელი სამხედროები

47-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის ცნობით, მტრის "ალიგატორი" ზაპოროჟიეს მიმართულებაზე საზენიტო-სარაკეტო და საარტილერიო ბატალიონის საცეცხლე ჯგუფმა დილის 07:40 წუთზე დააფიქსირა და ვერტმფრენი საზენიტო–სარაკეტო კომპლექსიდან განხორციელებული ერთი გაშვებით გაანადგურეს.

"47-ე ბრიგადის მებრძოლების ანგარიშზე ეს უკვე მე-8 "სამუდამოდ დამიწებული კა-52"-ია, რომლის ღირებულებაც 16 მილიონ დოლარს აღწევს",– აღნიშნავს ბრიგადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S