ბაქო და ერევანი ერთმანეთს სოფლების დაბომბვაში ადანაშაულებენ
17/08/2023 08:37:27 მსოფლიო
აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს სოფლების დაბომბვაში ადანაშაულებენ.
ბაქოს ცნობით, "ოთხშაბათს დააკავეს სომხური დივერსიული ჯგუფის წევრი, რომელიც საზღვრის გადაკვეთას ცდილობდა".
"16 აგვისტოს დაახლოებით 11:15 საათზე სომხეთის არმიის სადაზვერვო-სადივერსიო ჯგუფი ცდილობდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შესვლას. სომეხი სამხედროების პროვოკაცია ჩაიშალა. ერთი დივერსიული ჯგუფის დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ტყვედ აიყვანეს. ინციდენტი სომხეთის საზღვართან მდებარე ქელბაჯარის რაიონის სოფელ ისტისუსთან მოხდა", – იუწყება აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო.
ერევანმა ეს განცხადება უარყო. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ "სომეხმა რეზერვისტმა თვითნებურად დატოვა საბრძოლო პოზიცია".
"შესწავლილია შესაძლო სცენარი და გარემოებები, თუ როგორ შეიძლება აღმოჩენილიყო რეზერვისტი აზერბაიჯანულ მხარეს", - აცხადებენ სომხეთის თავდაცვის უწყება.
ცნობისთვის: მთიანი ყარაბაღი და მიმდებარე აზერბაიჯანული რაიონები 1990-იანების დასაწყისიდან სომხური მხარის კონტროლქვეშ იყო. გასული წლის სექტემბრის ბოლოს აზერბაიჯანმა ტერიტორიების დაბრუნების მიზნით შეტევა წამოიწყო. შედეგად ბაქომ დაიბრუნა კონტროლი ყარაბაღის ირგვლივ მდებარე ყველა რაიონსა და იმ რესპუბლიკის ნაწილზეც, რომელსაც მსოფლიოს არც ერთი სახელმწიფო არ აღიარებს.


