Accentnews.ge
უკრაინის „უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“ დეკლარაციას ბულგარეთიც უერთდება

უკრაინის „უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“ დეკლარაციას ბულგარეთიც უერთდება

17/08/2023 08:03:12 მსოფლიო

ბულგარეთმა მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინის უსაფრთხოების გრძელვადიანი ვალდებულებების უზრუნველყოფის შესახებ "დიდი შვიდეულის" ქვეყნების დეკლარაციას შეუერთდეს.

ბულგარეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ქვეყანა პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას უწევს უკრაინას, რომელიც წინააღმდეგობას უწევს რუსეთის აგრესიას და ასევე წვლილი შეაქვს ევროპის ყველა წევრი სახელმწიფოს თავისუფლების, უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის დაცვაში.

„ამ თანმიმდევრული პოლიტიკის შესაბამისად, ბულგარეთი შეუერთდება "დიდი შვიდეულის" ქვეყნების ერთობლივ დეკლარაციას უკრაინის მხარდასაჭერად", - აცხადებენ ბულგარეთის მთავრობაში.

ერთობლივ დეკლარაციას "დიდი შვიდეულის" ქვეყნების ლიდერებმა ხელი 12 ივლისს ვილნიუსში, ნატო–ს სამიტზე მოაწერეს. G7-ის ქვეყნებმა პირობა დადეს, რომ უზრუნველყოფენ უკრაინის უსაფრთხოებას გრძელვადიან პერსპექტივაში და დაუყოვნებლივ უპასუხებენ რუსეთის შესაძლო აგრესიას, თუ ეს მოხდება მომავალში, ანუ მიმდინარე ომის დასრულების შემდეგ. ბულგარეთის გარდა, დეკლარაციას უკვე 15 სახელმწიფო შეუერთდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S