Accentnews.ge
გენერალი, რომელიც "პუტინის სასახლის" მშენებლობას კურირებდა, ციხეში გარდაიცვალა

გენერალი, რომელიც "პუტინის სასახლის" მშენებლობას კურირებდა, ციხეში გარდაიცვალა

17/08/2023 07:48:23 მსოფლიო

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის გენერალი გენადი ლოპირევი, რომელიც მეთვალყურეობდა გელენჯიკში "პუტინის სასახლის" მშენებლობას, 69 წლის ასაკში რიაზანის რეგიონის #3 კოლონიაში გარდაიცვალა, – განაცხადა საზოგადოებრივი მონიტორინგის კომისიის თავმჯდომარე ვიქტორ ბობორიკინმა.

მას გარდაცვალების მიზეზი არ დაუსახელებია, მაგრამ ამტკიცებს, რომ "დანაშაულს ადგილი არ ჰქონია".

რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობით, ლოპირევის სიკვდილი გარკვეულ დაავადებასთან არის დაკავშირებული, თუმცა The Moscow Times-ის ცნობით, გენერალი ჯანმრთელობას არ უჩიოდა და პირობით გათავისუფლებისთვის ემზადებოდა.

2017 წელს გენადი ლოპირევს 10–წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ექვს მილიონი რუბლის ქრთამის სახით აღებისა და იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით. იუწყებოდნენ, რომ მისი სახლის ჩხრეკისას კიდევ მილიარდი რუბლი აღმოაჩინეს.

ლოპირევს ევალებოდა ქვეყნის სამხრეთში სახელმწიფო ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და აკონტროლებდა გელენჯიკში შავი ზღვის სანაპიროზე რეზიდენციის მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხების ხარჯვას. რეზიდენცია, ალექსეი ნავალნის გუნდის გამოძიების თანახმად, რუსეთის პრეზიდენტისთვის იყო განკუთვნილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S