ფრანკფურტის აეროპორტში წყალდიდობის გამო ავიარეისები გაუქმდა
17/08/2023 07:22:09 მსოფლიო
გერმანიაში, ფრანკფურტის აეროპორტში ძლიერი წვიმის გამო 70-მდე ავიარეისი გაუქმდა, - იუწყება Deutsche Welle.
გამოცემის ცნობით, ასაფრენ-დასაფრენ ბილიკის ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით წყალი დაგროვდა, რის გამოც, მგზავრები დაშვებული თვითმფრინავებიდან გადმოსვლას ვერ ახერხებდნენ.
აეროპორტის ადმინისტრაციის ცნობით, ათასზე მეტი მგზავრი დაზარალდა.


