უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი ბერძენი ბიზნესმენი მოკლეს
17/08/2023 07:12:10 მსოფლიო
15 აგვისტოს პეტერბურგში, სმოლენსკის სასაფლაოზე უკრაინის ომში მოკლული ბერძენი ბიზნესმენი სიმოს პანაგიოტიდისი დაკრძალეს. ის "ახმატის" სპეცდანიშნულების რაზმში მსახურობდა, – იუწყება სანქტ-პეტერბურგის პროსამთავრობო მედია.
რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი,"იმპერიული მართლმადიდებლური პალესტინის საზოგადოებ"–ის თავმჯდომარე სერგეი სტეპაშინი, სანქტ-პეტერბურგის ყოფილი გუბერნატორი გეორგი პოლტავჩენკო, საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე ოლეგ შაბუნევიჩი,მივიდნენ სიმოს პანაიოტიდისთან გამოსამშვიდობებლად პანაშვიდზე. გამომშვიდობებას ესწრებოდნენ "ახმატის" დანაყოფის წარმომადგენლებიც.
სიმოს პანაგიოტიდისი 2009 წლიდან არის "იმპერიული მართლმადიდებლური პალესტინის საზოგადოების" წევრი, ხოლო 2011 წელს ხელმძღვანელობდა ორგანიზაციის საბერძნეთის ფილიალს. ის 2022 წლის გაზაფხულზე გაემგზავრა უკრაინაში რუსეთის მხარეს საბრძოლველად. ის საბერძნეთში 2018 წელს გაასამართლეს თაღლითობისთვის.


