თეთრი სახლი უარყოფს ინფორმაციას, რომლის თანახმად, ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ, NATO-ში უკრაინის შესაძლო გაწევრიანების საკითხი განიხილება
17/08/2023 06:52:15 მსოფლიო
თეთრი სახლი უარყოფს ინფორმაციას, რომლის თანახმად, ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ, NATO-ში უკრაინის შესაძლო გაწევრიანების საკითხი განიხილება.
შესაბამისი კითხვის საპასუხოდ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „არაფერი მსგავსი არ ხდება, ეს ასე არაა“.
„ვილნიუსის სამიტზე ალიანსმა მხარი დაუჭირა იდეას, რომ გაწევრიანების გზა შეიძლება შემიშავდეს, ახლა მთავარი ყურადღება გამახვილებულია უკრაინის დახმარებაზე რუსეთის აგრესიასთან ბრძოლაში და ტერიტორიების დაბრუნებაზე, რომლებიც სრულად უკრაინას ეკუთვნის. ისინი ყოველ დღე განიციდიან პროგრესს და ჩვენ გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას“, - განაცხადა კირბიმ.
NATO–ს გენერალური მდივნის შტაბის უფროსმა სტიან იენსენმა განაცხადა, რომ უკრაინა შეიძლება, გახდეს ალიანსის წევრი მისი ტერიტორიის ნაწილზე „უარის“ თქმის სანაცვლოდ.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მსგავს დისკუსიებს უწოდა "აბსოლუტურად მიუღებელი" და ხაზი გაუსვა, რომ ისინი რუსულ ნარატივს ეთამაშებიან.
მოგვიანებით იენსენმა „შეცდომა“ უწოდა თავის სიტყვებს ალიანსში უკრაინის გაწევრიანების შესაძლო სცენარის შესახებ, რუსეთისთვის ტერიტორიული დათმობების სანაცვლოდ.


