
18 და 20 აგვისტოს აღმაშენებლის ხეივნის მე-15 კილომეტრზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
17/08/2023 06:28:04 საზოგადოება
თბილისში, საბურთალოს რაიონში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-15 კილომეტრზე, მაღალაძეების ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე სახიდე გადასასვლელი ეწყობა, რის გამოც 18 და 20 აგვისტოს 06:00-დან 09:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მისი ცნობით, შეზღუდვა შეეხება „თბილისი მოლიდან“ დედაქალაქის შემოვლითი გზისა და თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს.
აღნიშნულ პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას აღმაშენებლის ხეივნიდან სხვიტორის ქუჩის, ზაჰესის ხიდის, ავჭალის ქუჩისა და თბილისის შემოვლითი გზის გამოყენებით შეძლებენ.
„თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის,“ - აღნიშნავენ მერიაში.