Accentnews.ge
ზელენსკი: პირველმა სამოქალაქო გემმა, რომელიც ოდესის პორტიდან გავიდა, ჰუმანიტარული დერეფანი გაიარა

ზელენსკი: პირველმა სამოქალაქო გემმა, რომელიც ოდესის პორტიდან გავიდა, ჰუმანიტარული დერეფანი გაიარა

17/08/2023 06:09:00 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, პირველმა სამოქალაქო გემმა, რომელიც ოდესის პორტიდან გავიდა, ჰუმანიტარული დერეფანი გაიარა.

“უკრაინამ ამ წამს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა შავ ზღვაში თავისუფალი ნავიგაციის აღდგენისკენ. სამოქალაქო გემი ახლა ბოსფორისკენ მიემართება”, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მანამდე უკრაინამ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციას (IMO) შეატყობინა დერეფნის მუშაობის შესახებ, ორგანიზაციამ კი, თავის მხრივ, ნავიგაციის თავისუფლების უზრუნველყოფის უკრაინის უფლება დაადასტურეს და რუსეთს მოუწოდეს, შეწყვიტოს მუქარები და დაიცვას საერთაშორისო კონვენციები.

“უსაფრთხო ზღვა ყველასთვის. ეს არის უკრაინისა და ჩვენი პარტნიორების პრინციპული პოზიცია. ნავიგაციის თავისუფლება და უსაფრთხოება საბაზისო საერთაშორისო პრინციპებია”, - წერს ზელენსკი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S