FT: აშშ ირანს სთხოვს, არ მიჰყიდოს დრონები რუსეთს და სამაგიეროდ სანქციებს შერბილებას ჰპირდება
17/08/2023 06:02:29 მსოფლიო
არაოფიციალური, ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე დიალოგის ფარგლებში აშშ ცდილობს დაარწმუნოს ირანი, უარი თქვას რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიყიდვაზე, - იუწყება Financial Times წყაროებზე დაყრდნობით, რომლებიც კატარსა და ომანში ვაშინგტონსა და თეირანს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკების შესახებ ინფორმაციას ფლობენ.
Financial Times –ის ერთ-ერთი თანამოსაუბრის თქმით, ირანმა რუსეთს სთხოვა, ნუ გამოიყენებს დრონებს უკრაინასთან ომში.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ვაშინგტონი დაჰპირდა ირანს, რომ არ დაუწესებს მას დამატებით სანქციებს გარდა იმ ზომებისა, რომლებიც ეხება ადამიანის უფლებებს და ასევე, რომ არ გაუწევს მკაცრ ზედამხედველობას ირანს ნავთობის გარშემო შეზღუდვების დაცვას.
თავის მხრივ, აშშ მოელის, რომ ირანი არ გაამდიდრებს ურანს 60 პროცენტზე მეტად.
Financial Times –ის ცნობით, ირანი მოელის, რომ აშშ დაარწმუნებს ევროპის ქვეყნებს შეარბილოს თეირანზე სანქციების დაწესებით ზეწოლა.
ახლახან აშშ-მა და ირანმა მიაღწიეს შეთანხმებას პატიმრების გაცვლის შესახებ ფორმულით „ხუთი ხუთზე“. ამ შეთანხმების ჩარჩოებში, თეირანს წვდომა ექნება ექვს მილიარდ დოლარზე, რომელიც სამხრეთი კორეის ანგარიშებზეა გაყინული აშშ-ის სანქციების გამო.
აშშ დასავლეთის ქვეყნები ირანს ბრალად სდებენ, რომ რუსეთს აწვდის, "შაჰედის" ტიპის უპილოტო საფრენ აპარატებს უკრაინაში ომისთვის. მოსკოვი და თეირანი ამგვარ ბრალდება უარყოფენ. ამასთან, ირანმა ადრე აღიარა, რომ რუსეთს მიაწოდა დრონების მცირე რაოდენობის პარტია უკრაინაში რუსეთის ფათომასშტაბიან შეჭრამდე.


