Accentnews.ge
ჩეხეთის ტერიტორიაზე  აშშ-ის ჯარის განთავსება გამარტივდება

ჩეხეთის ტერიტორიაზე  აშშ-ის ჯარის განთავსება გამარტივდება

16/08/2023 19:23:39 მსოფლიო

16 აგვისტოს ჩეხეთის რესპუბლიკამ დაასრულა თავდაცვის სფეროში აშშ-სთან გაფორმებული ხელშეკრულების რატიფიკაცია, რაც ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობას გააღრმავებს და ჩეხეთის ტერიტორიაზე აშშ-ის ჯარის განთავსებას გაამარტივებს, – იუწყება AP.

გამოცემის ცნობით, შეთანხმება ადგენს საკანონმდებლო ჩარჩოებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დროს ქვეყანაში აშშ-ის ჯარების შესაძლო განლაგებისთვის.

23 მაისს ვაშინგტონში ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა იანა ჩერნოხოვამ აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინთან ერთად ხელშეკრულებას ხელი მოაწერა. აშშ-ს მსგავსი შეთანხმებები აქვს ნატო–ს წევრ სხვა 24 ქვეყანასთანაც, მათ შორის პოლონეთთან, სლოვაკეთთან, უნგრეთთან, ლიეტუვასთან, ლატვიასთან, რუმინეთთან და ბულგარეთთან, რომლებიც ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგს ქმნიან. აშშ-ის ჯარის ნებისმიერ განთავსებას ჩეხეთის ტერიტორიაზე მაინც დასჭირდება ქვეყნის მთავრობისა და პარლამენტის თანხმობა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S