Accentnews.ge
ირანმა ჩინეთიდან რუსული ნავთობის "გაძევება" დაიწყო

ირანმა ჩინეთიდან რუსული ნავთობის "გაძევება" დაიწყო

16/08/2023 14:25:01 მსოფლიო

ჩინეთმა ირანიდან ნავთობის შესყიდვა გაზარდა და ანაცვლებს რუსულ ბარელს, რომელიც ძვირდება და დასავლეთის მიერ დადგენილ ფასს აღემატება.

აგვისტოში ჩინეთი ირანიდან დღეში 1,5 მილიონი ბარელის იმპორტს ახორციელებს, რაც რეკორდული მოცულობაა სულ მცირე ბოლო 10 წლის განმავლობაში, – იუწყება Bloomberg Kpler-ის მონაცემებზე დაყრდნობით.

იანვარ-ივლისთან შედარებით, როცა ჩინეთი დღეში საშუალოდ 917 ათას ბარელს ყიდულობდა, ირანულ ნავთობზე მოთხოვნა ერთნახევარჯერ გაიზარდა. მიზეზი ფასია, განუცხადეს Bloomberg-ს რეგიონში მომუშავე ტრეიდერებმა.

მათი თქმით, ირანულ Brent-ს ბარელზე 10 დოლარის ფასდაკლებით სთავაზობენ და რუსულზე ბევრად იაფია.

გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსული ნავთობის ახალი ფასები სულ უფრო ნაკლებად მიმზიდველი ხდება

ეთიდან ნავთობის ახალი ფასები სულ უფრო და უფრო არ მოსწონთ მის მთავარ მყიდველებს არა მხოლოდ ჩინეთიდან, არამედ ინდოეთიდანაც. მაისის შუა რიცხვებიდან რუსეთიდან აზიაში ნავთობის ექსპორტი 25%-ით შემცირდა, ხოლო მისი მოცულობა - 2,6 მილიონი ბარელი დღეში ივლისის ბოლოსთვის - ყველაზე დაბალი იყო იანვრიდან მოყოფებული.

ფასდაკლებების შემცირების გამო მოლაპარაკებები "როსნეფტსა" და Bharat Petroleum-ს (ინდოეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გადამამუშავებელი ქარხნების ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელი) შორის შეჩერებულია. 6 მილიონი ტონა ნავთობის შესახებ კონტრაქტი, რომლის ირგვლივაც ორი თვის წინ დაიწყო, ხელმოუწერელი რჩება, – განაცხადა გასულ კვირას Bharat-ის ფინანსურმა დირექტორმა ვესტა რამაკრიშნა გუპტამ.

„თუ ფასდაკლებები კვლავ შემცირდება, რუსეთში ნავთობის ყიდვას კომერციული თუ სხვა უპირატესობა არ ექნება“, – განუცხადა როიტერს ინდოეთის ნავთობის ბაზრიდან წყარომ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S