Accentnews.ge
მედია: აშშ ირანს უბიძგებს, შეწყვიტოს რუსეთის მხარდაჭერა

მედია: აშშ ირანს უბიძგებს, შეწყვიტოს რუსეთის მხარდაჭერა

16/08/2023 13:31:14 მსოფლიო

შეერთებული შტატები ცდილობს, დაარწმუნოს ირანი, შეწყვიტოს რუსეთისთვის თავდასხმის დრონების მიყიდვა ვაშინგტონსა და თეირანს შორის დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით უფრო ფართო „დაუწერელი შეთანხმების“ მიმდინარე განხილვის ფარგლებში,– იტყობინება Financial Times ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაციამ ეს საკითხი წამოჭრა წელს ყატარსა და ომანში ირანის წარმომადგენლებთან არაპირდაპირ მოლაპარაკებებში, რომელზეც განიხილებოდა პატიმრების გაცვლა, რის შედეგადაც თეირანმა გასულ კვირას ირანული წარმოშობის ამერიკის ოთხი მოქალაქე ციხიდან შინა პატიმრობაში გადაიყვანა.

ირანელი ოფიციალური პირისა და მოლაპარაკებების დეტალების მცოდნე კიდევ ერთი პირის განცხადებით,

აშშ-ს სურს, ირანმა შეწყვიტოს რუსებისთვის დრონების მიწოდება, რომლებსაც მოსკოვი იყენებს უკრაინის წინააღმდეგ ომში, ასევე დრონების სათადარიგო ნაწილების.

ირანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ თეირანმა არაერთხელ სთხოვა მოსკოვს, შეწყვიტოს მათი გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ ომში, მაგრამ ვაშინგტონს "უფრო გადამწყვეტი ნაბიჯები" სურს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა სამშაბათს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ინარჩუნებს შეკავების, ზეწოლისა და დიპლომატიის სტრატეგიას, რათა უზრუნველყოს, რომ ირანმა არ მიიღოს ბირთვული იარაღი, ასევე პასუხი აგოს ადამიანის უფლებების დარღვევისთვის და „რუსეთისთვის დრონების მიწოდებისთვის".

როგორც გამოცემასთან ირანელმა ოფიციალურმა პირმა და კიდევ ერთმა თანამოსაუბრემ აღნიშნეს, მოლაპარაკებები იმედოვნებენ, რომ დეესკალაციის თაობაზე შეთანხმებას მიაღწევენ. ირანისთვის ეს ნიშნავს, რომ უარი თქვას ურანის 60%-ზე მეტით გამდიდრებაზე, გააუმჯობესოს თანამშრომლობა IAEA-სთან და პირობა დადოს, რომ თავს არ დაესხმება ამერიკელებს.

მანამდე ბრიტანულმა დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა ირანული "შაჰედების" რუსული ანალოგების გამოყენება დაიწყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S