CNN: უკრაინამ პირველად აღიარა ყირიმის ხიდზე თავდასხმა და საზღვაო დრონებით მისი აფეთქების ვიდეო გამოაქვეყნა [ვიდეო]
16/08/2023 12:35:10 მსოფლიო
უკრაინის უშიშროების სამსახურმა პირველად აიღო პასუხისმგებლობა ყირიმის ხიდზე 2023 წლის ივლისში განხორციელებულ თავდასხმაზე და გაავრცელა საზღვაო დრონებით შეტევის ამსახველი ვიდეო,– იტყობინება CNN.
მედიასაშუალებასთან კომენტარში უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვასილი მალიუკმა დაადასტურა, რომ საზღვაო დრონები, რომლებიც წარმატებით დაესხნენ თავს ყირიმის ხიდს, ისევე როგორც რუსული სადესანტო ხომალდ Olenegorsky Gornyak და SIG–ს ტანკერს, არის უწყების თანამშრომლების, სამოქალაქო ინჟინრებისა და IT სპეციალისტების ტექნიკური განვითარების შედეგი.
„ჩვენი დრონების წარმოება უკრაინის ერთ-ერთ მიწისქვეშა წარმოების ობიექტში მიმდინარეობს. დღეს, განვითარებისა და განხორციელების პროცესში, გვაქვს ბევრი სხვადასხვა საინტერესო ოპერაცია, კერძოდ, შავ ზღვაში. გპირდებით, ეს იქნება სიურპრიზი, განსაკუთრებით ჩვენი მტრებისთვის“, - აღნიშნა მალიუკმა.
მან დასძინა, რომ დრონი, რომელმაც 2023 წლის ივლისში დააზიანა ყირიმის ხიდი, ეწოდა "SeaBaby" ("ზღვის ბავშვი"). ისინი აღჭურვილია 850 კგ-იანი ქობინით. Olenegorsky Gornyak–სა და SIG–ს ტანკერზე თავდასხმისთვის გამოიყენეს ორი საზღვაო დრონი, თითოეული 450 კილოგრამიანი ქობინით იყო აღჭურვილი.
მალიუკის თქმით, უსაფრთხოების ძალების მიერ განხორციელებული ყველა დარტყმა სესაბამისობაში მოდის როგორც უკრაინის კანონმდებლობასთან, ისე საერთაშორისო სამართალთან.
„ჩვენ ზღვაზე ოპერაციის ჩატარებისას ბალანსირებული მიდგომა გვაქვს. შვიდჯერ ვზომავთ და ერთხელ ვჭრით. მაგრამ ამას ვაკეთებთ სწრაფად და მობილურად. მტერს შიგ გულში ვკბენთ“, - თქვა მან და დასძინა, რომ ამ ოპერაციები დასავლელი პარტნიორები არ მონაწილეობენ, მაგრამ აქტიურად იღებენ უკრაინის სპეცსამსახურების უნიკალურ გამოცდილებას.
ყირიმის ხიდი, რომელიც 2020 წელს გაიხსნა, ანექსირებულ ყირიმს რუსეთის ტერიტორიასთან აკავშირებს. ეს არის როგორც უკრაინის სამხრეთში რუსული არმიის მომარაგების ხაზი, ისე ოკუპაციის სიმბოლო. პირველი აფეთქება ხიდზე 2022 წლის 8 ოქტომბერს მოხდა, ხოლო მეორე – 17 ივლისს.
მაშინ უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ყველა დეტალს ომში უკრაინის გამარჯვების შემდეგ გააჟღერებს.


