
რუსმა სამხედროებმა ყარაბაღში ადგილობრივი აქტივისტები ძალის გამოყენებით დაშალეს
16/08/2023 11:36:06 კავკასია
რუსმა სამშვიდობოებმა ძალის და სპეციალური ტექნიკის დახმარებით განბლოკეს თავიანთი სამხედრო ბაზის შესასვლელი, – იუწყება რადიო "აზატატაიუნი" ლაჩინის დერეფნის განბლოკვის მოძრაობის წევრ არტურ ოსიპიანზე დაყრდნობით.
მთიანი ყარაბაღის მაცხოვრებლებმა ღამით გადაკეტეს ივანიანში, რუსი სამშვიდობოების ბაზირების ადგილის შესასვლელი პროტესტის ნიშნად. აქტივისტები აცხადებენ, რომ რუსი სამშვიდობოები დაკისრებულ ვალდებულებებს არ ასრულებენ. ანალოგიური პრეტენზია აქვს ერევანსაც, რაც არაერთხელ გააჟღერა ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა ფაშინიანმა.
აქციის მონაწილეები ითხოვდნენ, რომ ჰაკარის ხიდამდე მსვლელობისას მაინც დაკავებულიყვნენ რუსი სამხედროები მათი უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფით.
„სხვა გზა არ გვაქვს, არ არ შეგვიძლია, არ ვიბრძოლოთ!“, - ხაზგასმით აღნიშნა ოსიპიანმა.
მათ წინააღმდეგ ძალის გამოყენების შემდეგ, აქტივისტები სტეფანაკერტში დაბრუნდნენ და მომავალ ნაბიჯებს გეგმავენ.
რუსი სამხედროები ყარაბაღში ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ ჩადგნენ.