Bild: გერმანული კონტრდაზვერვა ყოფილი ხელმძღვანელით დაინტერესდა
16/08/2023 11:16:59 მსოფლიო
გერმანიაში კონსტიტუციის დაცვის ფედერალურმა სამსახურმა (BfV) დაიწყო ინფორმაციის შეგროვება უწყების ყოფილი ხელმძღვანელის ჰანს-გეორგ მაასენის შესახებ,– წერს Bild.
გამოცემის ცნობით, BfV-ის თანამშრომელმა ფედერალურ კრიმინალურ სამსახურს მაასენის შემოწმება სთხოვა.
როგორც იუწყებიან, მაასენის შესახებ ინფორმაციის შეგროვება „რაიხსბურგერის“ საქმის გამოძიების ფარგლებში დაიწყო. გამომძიებლებმა მოისმინეს ფრანკფურტელი ბიზნესმენის სატელეფონო საუბრები, რომელსაც მოწმის როლი უნდა ეთამაშა ერთ-ერთი ბანდის წინააღმდეგ სამართალწარმოებაში. ამ ბიზნესმენმა მის ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ მაასენს დაურეკა და ოპერაციის შესახებ უამბო.
კონსტიტუციის დაცვის და სისხლის სამართლის ფედერალური სამსახურები არ უარყოფენ მაასენის შემოწმების თაობაზე მოთხოვნის არსებობას.
"მოთხოვნის შესახებ გავიგე. აღშფოთებული ვარ ამით და მოვითხოვ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა სახის მონაცემებს ინახავენ ჩემი ყოფილი კოლეგები ჩემზე", - თქვა მაასენმა თემის კომენტირებისას.
„რაიხსბურგერები“ არის ექსტრემისტული მოძრაობა, რომლის წევრებიც „გერმანული რაიხის“ მოქალაქეებად თვლიან.
2022 წელს გერმანიაში დაიწყო ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია „რაიხსბურგერის“ მოძრაობის წევრების წინააღმდეგ, რომლებიც გეგმავდნენ პოლიტიკოსების გატაცებას და ბუნდესტაგზე შტურმს.


